ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 361-მდე გაიზარდა

03 თებერვალი 2020, 12:02 1814 ნახვა

ჩინეთში, კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა უკვე 361-ა. ვირუსი 25 ქვეყანაშია გავრცელებული. კორონავირუსის გავრცელების გამო, ჰონგ-კონგმა ჩინეთთან სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლა შეაჩერა, თუმცა საავადმყოფოების თანამშრომლები საზღვრის სრულ ჩაკეტვას ითხოვენ.

ავსტრალია კი უხანიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს შობის კუნძულზე მდებარე საიმიგრაციო ცენტრში განათავსებს.

ხვალ იმ პაციენტების ანალიზების პასუხები გახდება ცნობილი, რომლებსაც ექიმები ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აკვირდებიან.

ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსი არ დაუდგინდათ.   

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში