ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა და რისკები 

02 თებერვალი 2020, 20:17 1156 ნახვა

გადახედავს თუ არა ამერიკა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას? -კითხვა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავარი სტრატეგიული ქვეყნის სენატორებისა და კონგრესმენებისგან არაერთი კრიტიკული და გამაფრთხილებელი წერილი მიიღო. პირველი გზავნილის ავტორები, სადაც პირდაპირ დაისვა საკითხი სტრატეგიული თანამშრომლობის გადახედვის შესახებ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები არიან.

სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი წერილში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კითხვები გააჩინა საერთო ღირებულებების არსებობაზეც. სენატორების თქმით, მიმდინარე მოვლენებმა, მათ შორის, რეფორმების კუთხით პროგრესის ნაკლებობამ და შიდა დაპირისპირებამ, შესაძლოა, კარი გაუღოს რუსეთს და ის უფრო მეტად ჩაერიოს ქვეყნის ცხოვრებაში.

გარდა ამისა, წერილში, სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირებისა და უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების განახლების და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. ვიდრე სენატორები დააფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, დემოკრატიის ვექტორის ცვლილებებზე კონგრესმენები წუხდნენ და ასევე კრიტიკულ წერილებს უგზავნიდნენ საქართველოს ხელისუფლებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში