ბუნდოვანი პერსპექტივა 

01 თებერვალი 2020, 20:14 2561 ნახვა

მარნეულში ჩასახლებულ ეკომიგრანტების  ნაწილი ისევ აჭარაში დაბრუნდა, დარჩენილები კი უკვე 20 წელზე მეტია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იბრძვიან და დახმარებას ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას თხოვენ. მათი პრობლემების დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებს მთავრობას ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე გადაუდებელ აუცილებლობას სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაცია წარმოადგენს. თუ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ადამიანები გადაადგილებისგან, მას აკისრია პოზიტიური ვალდებულება ეკომიგრანტებს განსახლების ადგილას იმგვარი პირობები შეუქმნას, რომ მათი უფლებები სრულად იქნას დაცული,საჭიროებები კი -გათვალისწინებული - ამ ვალდებულებას ხელისუფლებას გაეროს სტანდარტები აკისრებს. 

სოფელი ხიხანში თავდაპირველად 240 ოჯახი უნდა ჩაესახლებინათ - ძირითადად, ეკოლოგიურად საშიში ზონებიდან - შუახევიდან და ხულოდან. დასახლებაში 150-მდე სახლი აშენდა, ჩასახლების პირველი ტალღა 1990-91 წლებში განხორციელდა, ბოლო ჩასახლება კი 2008-9 წლებში.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი