აშშ-ის ახალი ელჩის გზავნილი

01 თებერვალი 2020, 12:41 798 ნახვა

ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს შეხვედრისას, საქართველოს პრემიერმა და აშშ-ის ელჩმა.  გიორგი გახარიამ და კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს, რომელიც ელჩის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა.

აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ხელშესახებ შედეგზე, რომელიც ქვეყნებს შორისაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ხაზი გაესვა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს.

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ 2020 წელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია, რადგან ორივე ქვეყანაში არჩევნებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში