დააკავეს ქალი, რომელიც არასრულწლოვან შვილებსა და ქმარზე ძალადობდა

01 თებერვალი 2020, 10:50 4953 ნახვა

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოლდოვის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს და არასრულწლოვან შვილებს. 

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის და ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში