უფლებამოსილებას გადავაჭარბე, ჩავთვალე, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყო - ხელვაჩაურის მერი

31 იანვარი 2020, 18:33 1598 ნახვა

ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან თანხების უკანონო ხარჯვაზე და ბათუმის წყლის ყოფილი უფროსის თენგიზ ქოქოლაძის სასარგებლოდ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში.  საქმე ეხება მდინარე აჭარისწყალზე ერთ-ერთი მშენებარე რესტორნის მიმდებარედ ნაპირგამაგრებით სამუშაოებს, რომელზეც 219 ათასი ლარი დაიხარჯა. რეზო ხარაზი ამბობს, რომ ობიექტი თენგიზ ქოქოლაძეს ეკუთვნის, თუმცა თანხები  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

მისი თქმით, ნაპირგამაგრებითი სამუშაოები მერიამ ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის დავალებით მოაწყო, რომელიც თენგიზ ქოქოლაძის ახლობელია. ტერიტორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა  და სამუშაოების წარმოება  სამინისტროს კომპეტენცია იყო. ამაზე საუბარი სახელმწიფო აუდიტის 2018 წლის ანგარიშში, სადაც მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ განმარტა სამუშაოების საჭიროება, რაც არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს. ბრალდებას პასუხობს  ხელვაჩაურის  მერი.  ჯუმბერ ვადმანიძე აღიარებს, რომ სამუშაოები უფლებამოსილების გადამეტებით განახორციელა, რაც პირადი გადაწყვეტილება იყო. არ ადასტურებს, რომ ობიექტი თენგიზ ქოქოლაძეს ეკუთვნის, არასაც ასევე უარყოფს, თავად ქოქოლაძე. თუმცა დაგვისახელა კომპანიის იურისტი და მასთან გადაგვამისამრთა. საუბარია, შპს. „ავტომზიდზე“ რომლის 100 პროცენტიანი მეწილე გოჩა გოგიტიძეა. შეტყობინება გავუგზავნეთ ზურაბ პატარაძესთან, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში