ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე დაკავებულ 6 პირს პატიმრობა შეეფარდა

31 იანვარი 2020, 18:20 738 ნახვა

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე დაკავებულ 6 პირს პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულებიდან 3 პირი წარდგენილ ბრალს აღიარებს. 6 პირიდან 2-ს  სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადებას, ხოლო დანარჩენ 4 პირს ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება და გასაღებას ედავება. დაკავებულებიდან 4 პირი წარსულში ნასამართლევია.

ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მრავალჯერ არიან ნასამართლევი ძმები ფეიქრიშვილებიც, მათი სახელი კრიმინალურ საქმეებში წლებია ფიგურირებს. პროკურორმა დღეს ამ საქმეზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამკვეთად ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი დაასახელა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში