დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

31 იანვარი 2020, 13:50 1875 ნახვა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი  ორ ადამიანს ლაბორატორიულად დაუდასტურდა. კლინიკის მთავარი ექიმის ინფორმაციით ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და სპეციალური სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

დაინფიცირებულების შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება, მათ შორის ინფორმაცია არ ვრცელდება მათი ვინაობის და მკურნალობის ადგილსამყოფელის შესახებ.

​ბოლო ინფორმაციით ჩინეთში კორონავირუსით 213 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 10 ათას მიაღწია.

​ვირუსის 98 შემთხევა მსოფლიოს, კიდევ 18 ქვეყანაში დაფიქსირდა. 

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში