სამი პირი ბეტონის სიმტკიცეზე ყალბ ოქმებს ფულის სანაცვლოდ ამზადებდა-საგამოძიებო

31 იანვარი 2020, 10:08 3039 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, კერძო საექსპერტო კომპანიის ხელმძღვანელი და მისი სამი თანამშრომელი ამხილეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის ლაბორატორიული გამოცდის ყალბი ოქმები ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში