საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

30 იანვარი 2020, 17:40 2942 ნახვა

საბერძნეთში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დღეს შუადღისას დაფიქსირდა. ათწუთიანი ინტერვალით განმეორებითი ბიძგებიც იყო, რომელიც შედარებით დაბალი იყო და 4.2 და 3.8 მაგნიტუდა.  

სეისმური ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში იყო, დაახლოებით 20 კილომეტრში. 

ბიძგები საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში იგრძნობოდა. 

ამ დროისთვის შენობების ნგრევის ან მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში