გამოფენიდან სალვადორ დალის ნამუშევრები მოიპარეს

30 იანვარი 2020, 13:58 747 ნახვა

სტოკჰოლმში Couleur-ის გალერიიდან, ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის 12 ბრინჯაოს ქანდაკება და გრავიურა მოიპარეს. ქანდაკებები, 40-დან 50 სანტიმეტრამდე სიმაღლისაა  და გალერეაში ათი დღის განმავლობაში, გამოფენის დახურვამდე უნდა დარჩენილიყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამომცემლობა წერს, რომ მძარცველები შენობაში 30 იანვრის ღამეს შეიპარნენ. დაცვამ კი, ძარცვის შესახებ დაახლოებით დილის 4 საათზე შეიტყო.

ეჭვმიტანილია 2 ადამიანი. სავარაუდო დამნაშავეები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. 

მოპარული ნამუშევრების ღირებულება 280-380 ათასს ევროს შეადგენს.

ფოტო:aftonbladet.se

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში