შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საბავშვო ბაღში მოზარდების გათბობას ელექტროღუმელებით ცდილობენ

29 იანვარი 2020, 20:48 1295 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საბავშვო ბაღში მოზარდების გათბობას ელექტროღუმელებით ცდილობენ. ამბობენ, რომ ძლიერი ყინვის ფონზე წყალი გაიყინა და ცენტრალური გათბობის სისტემა არ ჩაირთო. ცნობისთვის, პრობლემა მანამდეც შეიქმნა - ჯერ დენის მიმწოდებელი გაფუჭდა, შემდეგ კი ტენდერი ჩავარდა.

საბოლოოდ გაერთიანებამ სისტემა შესყიდვების სამსახურთან შეთანხმებით მოაწესრიგა, მაგრამ ჯერ უშედეგოდ. მრავალმხრივი პრობლემის მიუხედავად ბაღში მუშაობა არ შეუწყვეტიათ, თუმცა როგორ ახერხებენ ყინვების ფონზე პატარების გათბობას ამის გადაღების და ადგილზე ნახვის უფლება არ მოგვცეს - ბაღში არ შეგვიშვეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში