საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე - შეფასებები

29 იანვარი 2020, 20:20 941 ნახვა

ის რაც ქვეყნის ხელისუფლებისთვის დილემა და სამსჯელო საგანი უნდა ყოფილიყო, საქართველოს პრეზიდენტისთვის ერთი წინადადებით სათქმელი აღმოჩნდა - განაცხადა,რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს შეასრულებს და მიუხედავად ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევისა რუსეთის დელეგაციას უმასპინძლებს. „პრეზიდენტის განცხადება ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“ - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში.

მმართველი გუნდიდან დღეს ერთადერთი ვინც კანონმდებლობის დაცვაზე განაცხადა ეს პრემიერი გახარია იყო. თქვა, რომ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის და მის გარეშე ქვეყანაში ვერავინ შემოვა. მაგრამ უცნობია სად გაივლის ზღვარი ევროსაბჭოსა და ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციას შორის.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 14-15 მაისსაა დაანონსებული საქართველოში, ასე რომ გაზაფხულზე ოპოზიცია მწვავე მღელვარებას პროგნოზირებს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში