სააღმზრდელო პროცესი გათბობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად

29 იანვარი 2020, 18:29 1397 ნახვა

ფურტიოს საბავშვო ბაღში გათბობის სისტემა არ მუშაობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სააღმზრდელო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს, შენობას ამ ეტაპზე ელექტრო ღუმელით ათბობენ. ბაღის შენობაში  ჩვენი გადამღები დღეს ჯგუფი არ შეუშვეს. ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ცენტრალური გათბობის სისტემა დაზიანებული იყო, რომელიც საშობაო არდადეგების პერიოდში შეაკეთეს, რეაბილიტაციის გამო კი სწავლის დაწყება ერთი კვირით დაგვიანდა. ბაღში ამბობენ, რომ დღეს პრობლემა წყლის გაყინვამ შექმნა, რაც   მალევე აღმოიფხვრა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში