კობი ბრაიანტის და კიდევ 8 ადამიანის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება პირველად ვერსიას ავრცელებს

29 იანვარი 2020, 13:56 1508 ნახვა

ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული კობი ბრაიანტისა და კიდევ  რვა ადამიანის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ პირველადი ვერსია გამოაქვეყნა.

პირველადი მონაცემებით  ავიაკასტროფა უამინდობამ და ნისლმა გამოიწვია.

გამომძიებლის ინფორმაციით ვერტმფრენი დაახლოებით 2300 ფუნტის სიმაღლიდან დაეცა, ვარდნამდე პილოტი  სადისპეჩეროს დაუკავშირდა და აცნობა, რომ ის თვითმფრინავის მაღლა აწევას და ნისლიდან გაყვანას ცდილობდა, რის შემდეგაც მალევე მასთან კომუნიკაცია გაწყდა.

გამოძიების ვერსიით, ვერტმფრენს არ ჰქონდა „შავი ყუთი“ რაც საგამოძიებო ქმედებებს კიდევ უფრო ართულებს, ასევე ის არ იყო აღჭურვილი რელიეფის ამოცნობის სისტემით, რომელიც პილოტს სახიფათო ზონაში  ყოფნის შესახებ აფრთხილებს.

გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ   საქმეზე გამოძიება წელიწადზე მეტი გაგრძელდება.

კობი ბრაიანტის პირადმა შვეულმფრენმა კატასტროფა 26 იანვარს ქალაქ კალაბასასთან განიცადა. კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის შვილიც დაიღუპა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში