კანონი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ დარღვეული აქვთ, თუმცა რუსეთის დელეგაციას მაინ ვუმასპინძლებთ - პრეზიდენტი 

29 იანვარი 2020, 10:19 1224 ნახვა

საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც თბილისში გაიმართება, განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე. 

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ქვეყანა მათ მაინც მიიღებს.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, საქართველოს არ მოსწონს რუსეთის ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკა, თუმცა ის პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს.

"ეს არ არის მარტივი. ამას მოსახლეობა მარტივად არ მიიღებს, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროსაბჭოს მინისტერიალს მაისში უნდა უმასპინძლოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში