საინფორმაციო კამპანია დიპლომატების ჩართულობით

17 სექტემბერი 2016, 00:00 3152 ნახვა

112-ის საინფორმაციო კამპანიაში შვედეთის საელჩო ჩაერთო. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი იმყოფებოდა და  ''112''-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ''112''-ის დაკვეთით, 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა: ერთ-ერთი არარეზიდენტებია. კერძოდ, ტურისტების 76%-მა არ იცის, თუ გადაუდებელი დახმარების რომელი ნომერი მოქმედებს საქართველოში. ''112''-ის დეპარტამენტმა სხვადასხვა   საინფორმაციო კამპანია  განახორციელა,  დღეიდან  კი პროექტი დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით გაგრძელდება. 

ამავე კატეგორიაში