საარჩევნო სისტემის რეფორმაზე დაწყებული დიალოგი უნდა გაგრძელდეს - არასამთავრობოები

28 იანვარი 2020, 18:25 1179 ნახვა

„ხელისუფლება და პარტიები საარჩევნო სისტემის რეფორმაზე დაწყებულ დიალოგს უნდა დაუბრუნდნენ“ - ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო მიმართვის მთავარი მესიჯი.  მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და პარლამენტში დაუყონებლივ წარადგინოს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მიმართვას 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს და არგუმენტად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, დასახელებულია ის კრიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებისგან დაიმსახურა. მათი თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის დაწევას და სტაბილური წინასაარჩევნო გარემოს შექმნას ხელს შეუწყობს პროპორციულ არჩევნებზე დაუყონებლივ გადასვლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში