კორონავირუსი - ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

28 იანვარი 2020, 18:15 1496 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების პარალელურად ქვეყნები ზრდიან პრევენციის ზომებს და მკაცრდება კონტროლი.  სპეციალურ რეჟიმში მუშაობენ აეროპორტებში, მათ შორის ჩვენთან. საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან ავიამიმოსვლის დროებით შეწყვეტასთან ერთად, ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

მედიკოსები ირწმუნებიან, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი ამ დროისთვის საქართველოში ძალიან დაბალია. 12 ადამიანია ჰოსპიტალიზებული კორონავირუსის ახალი ტიპის საეჭვო დიაგნოზით თურქეთის აქსარაის პროვინციაში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში