პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა ჩინეთიდან ფრენების დროებით შეჩერება მოგვიწევს - ნათია თურნავა

28 იანვარი 2020, 11:28 2108 ნახვა

ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ლიდერობა ამ პროცესზე, მაგრამ ყველანი ვმონაწილეობთ. ხორციელდება სკრინინგი ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე და ჩვენც ვართ ჩართული, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს ამ გადაწყევტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება მიიღება, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში