საბავშვო ატრაქციონები, საცხოვრებელი სახლი და ღია საკანალიზაციო ჭა ერთ სივრცეში - ეს ბათუმი და აეროპორტის დასახლების ერთი უბანია

27 იანვარი 2020, 20:47 1658 ნახვა

საბავშვო ატრაქციონები, საცხოვრებელი სახლი და ღია საკანალიზაციო ჭა ერთ სივრცეში - ეს ბათუმი და აეროპორტის დასახლების ერთი უბანია. ატრაქციონით, რომ ბავშვები ვერ სარგებლობენ ეს ისედაც მარტივად მისახვედრია, მაგრამ პრობლემა უფრო მწვავეა - ანტისანიტარია ეზოშიც შესამჩნევია. ამ ეზოში გასულ წელს ბათუმის მერიც მისულა და დახმარების პირობაც გაუცია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ბიუჯეტში არ გაუთვალისწინებიათ.

არადა 20 ოჯახის პრობლემის მოგვარება და მაღალი რისკების თავიდან აცილება, როგორც გაირკვა დაახლოებით 40 ათას ლარადაა შესაძლებელი. მერიაში ისევ პირობას დებენ, რომ კანალიზაციის კუსტარულ სისტემას თანამედროვეობასთან დააახლოვებენ, ოღონდ ჯერ ბიუჯეტში ცვლილება დაელოდებიან.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში