კონსულტანტები დაცვის თანამშრომლის ფუნქციით

27 იანვარი 2020, 20:38 1385 ნახვა

მომსახურების სფეროში დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის პარალელურად დღის წესრიგში მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტიები დგება. EMC სახელმწიფო უწყებებს მიმართავს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მომსახურების სფერო და იქ არსებული შრომითი გარემო უსაფრთხო არ არის. ამაზე კი სუპერმარკეტების ქსელ „სპარში“ მომხდარი შემთხვევა მეტყველებს, რომლის კონსულტანტიც თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა.

ადგილზე არ იყო დაცვის სამსახური. ასეა ბევრ სუპერმარკეტში. კონსულტანტებს 24-საათიან რეჟიმში მუშაობა ისე უხდებათ, რომ განსაკუთრებით ღამის საათებში არაფრისგან არიან დაცულები. დაუცველია მათი შრომითი უფლებებიც - სერვისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და შესაძლოა უფროსებისგან შეურაცხყოფის ატანის ფასად - თამუნა ხოზრევანიძე მოგვიყვება უფრო მეტს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში