22-ლარიანი პენსია აგვისტოს ომში მებრძოლი ვეტერანებისთვის 

27 იანვარი 2020, 20:34 7588 ნახვა

„რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში, იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე“ - ამის შესახებ დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ წეროვანში, დაჭრილი სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე განაცხადა. ცენტრისთვის აშშ-ს მთავრობამ 4,5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, მილიონი კი აღჭურვისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

გახარიამ თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა დაჭრილი სამხედროების ხელფასზე დანამატის გაცემისთვის, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე, რომ სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს სულ რაღაც 22-ლარიანი სუბსიდია დაუნიშნა.  საჯარო სამსახურში დასაქმებული ომის ვეტერანები კი, არსებული ინფლაციის პირობებში ამ 22-ლარიან სუბსიდიასაც ვერ იღებენ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი