რეკომენდაციები მოქალაქეებს, რომლებიც ჩინეთში მოგზაურობას გეგმავენ

27 იანვარი 2020, 14:31 1393 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები მოქალაქეებს რჩევებს აძლევენ. რეკომენდაციები ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩინეთში იყვნენ, ან მომავალში გეგმავენ გამგზავრებას.

რა უნდა გააკეთონ საერთაშორისო მოგზაურებმა ახალი კორონავირუსისგან საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად?

მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს;

მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი); ცხოველთა ბაზრებს, ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი);

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება;

. თუ უკვე იმოგზაურეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:

. მაღალი ტემპერატურა

. ხველა

. სუნთქვის გაძნელება

მაშინ: დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებებს.  ასევე, აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ. მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს. არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში. დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით ან ტანსაცმლის სახელოს გამოყენებით ( და არა ხელით) ცემინების და ხველის დროს. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება. 

სიმპტომების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ:

15 05 (24/7 განმავლობაში) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

116 001 (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

+995 599 65 05 85 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კონსული ბ-ნი ჟენ იენკანგი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი