აქცია ევროპის მოედანზე „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეეგ

26 იანვარი 2020, 15:30 2557 ნახვა

„ახალგაზრდა მწვანეები“ ბათუმში, ევროპის მოედანზე „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.

შეკრებილები რამდენიმე წუთში ევროპის მოედნიდან  რივიერას ტერიტორიამდე მსვლელობას მოაწყობენ.  აქციას ორგანიზაცია „ბათომიც“ უერთდება.

აქტივისტები ამბობენ,რომ ბათუმში მწვანე სივრცეები ქრება და ხელისუფლება ადამიანისა და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე წინ, ბიზნეს ინტერესებს აყენებს. მიიჩნევენ რომ 5 ცათამბჯენის მშენებლობა ქალაქს ეკოლოგიური საფრთხის გამოიწვევს.

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“ გეგმავს კომპლექსის სამშენებლო პროექტის განხორციელებას,, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ მაღლივი შენობების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე. ბათუმში რივიერას დასაცავად არაერთი აქცია გაიმართა.

განახლება:

აქციის მონაწილეები ევროპის მოედნიდან რივიერამდე მსვლელობას აწყობენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში