ლევან ხაბეიშვილს  დაზიანებებზე ექსპერტიზა ჩაუტარდა

26 იანვარი 2020, 12:06 1142 ნახვა

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მასსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მიღებულ დაზიანებებზე ექსპერტიზა ჩაუტარდა. მისი განცხადებით, ფიზიკური ანგარიშსწორება პირდაპირ ეთერში მოხდა და პირების დაკავებაც მარტივი იყო. 

24 იანვარს თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე, "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი