ხვალიდან  საპროკურორო საბჭო  გენპროკურორობის კანდიდატებთან  გასაუბრებას  დაიწყებს

26 იანვარი 2020, 12:04 995 ნახვა

ხვალიდან საპროკურორო საბჭო  გენერალური პროკურორობის კანდიდატებთნ ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. გასაუბრების პროცესი პირდაპირ გადაიცემა.  საბჭოსთვის წარდგენილ 17 კანდიდატს  შორის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეცაა. მონაცემების შესწავლის შედეგად დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის გამო, გელა ჩივაძეს და ალექსანდრე კობაიძეს ხარვეზი დაუდგინდა და გამოსასწორებლად დამატებითი ვადა მიეცა.

გრიგოლ გაგნიძემ კი ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა. „გასაუბრების დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭო, შერჩევის პროცესში ყველა მონაწილეს ფარული წესით უყრის კენჭს.

როგორც უწყებაში ამბობენ, არანაკლებ 3 კანდიდატს პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევენ, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში