კორონავირუსი-პეკინში საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადდა

24 იანვარი 2020, 14:00 563 ნახვა

ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტიპით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევათა რიცხვი  900-მდე გაიზარდა.  დაიღუპა  26 ადამიანი.   177 პაციენტის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ, 34 ადამიანი გამოჯანმრთელდა და უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.  

ჩინეთში  ინფიცირების ათას 72 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყნის ხელისუფლებამ  ჰუბეის პროვინციის 13 ქალაქში კარანტინი გამოაცხადა. ახალი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით  არ მუშაობს  საზოგადოებრივი   ტრანსპორტი,   მეტროპოლიტენი, აეროპორტები და სარკინიგზო სადგურები. დროებით შეჩერებულია საერთაშორისო  გადაზიდვები. პეკინსა და შანჰაიში საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა, ქალაქებში დაკეტილია მუზეუმები, ბიბლიოთეკები, საკონცერტო დარბაზები, ტურისტული ობიექტები და ღირსშესანიშნაობები.  

გაუქმებულია  სადღესასწაულო მასობრივი გასართობი ღონისძიებები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ ეტაპზე თავი შეიკავა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისგან.  ორგანიზაციის ექსპერტები უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ აპირებენ შეხვედრას და  პნევმონიის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაციის შეფასებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში