ტაილანდის საპირფარეშოში გველმა ქალი დაკბინა 

24 იანვარი 2020, 13:22 2616 ნახვა

ტაილანდში, საპირფარეშოში შუახნის ქალს გველი ფეხებზე მოეხვია და თეძოზე უკბინა. ყვირილზე დედის დასახმარებლად მისი ქალიშვილი ჩაქუჩით და დანით მივიდა, თუმცა თავადაც დაშავდა. გოგონამ დანაზე ფეხი გაიჭრა. მოგვიანებით ბიჭმა ქვეწარმავალი ჩაქუჩით მოკლა.  

ორივე დაშავებულს დახმარება სამედიცინო დაწესებულებაში აღმოუჩინეს.  

ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური სააგენტოები ავრცელებენ. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში