სატელეფონო ზარების და ''ჩარევის"' შემდეგ, ლევან იზორიას ძმა პოლიციელს გაათავისუფლებინეს - მთავარი არხი

24 იანვარი 2020, 11:43 3610 ნახვა

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” გუშინ, 23 იანვარს, გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ პატრულის თანამშრომელი მოქალაქეს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აკავებს. პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ყვება, რომ დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა აღმოჩნდა, რომელიც მალევე გაათავისუფლეს. 

ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი პატრულ-ინსპექტორებს საკუთარ ვინაობას რამდენჯერმე უმეორებს, ამბობს, რომ ვახო იზორიაა. პოლიციელი კი მას ხელბორკილს მაინც ადებს და ავტომობილში სვამს.  

დაკავებული კი მანქანაში სამართალდამცველს ეუბნება, ასეთი პოლიციელები ''სახლში უნდა დაჯდნენ''. 

''არ დაგინდობთ, რას გიზამთ იცით? წამით არ უნდა დაფიქრდეს შენზე ადამიანი, ისე უნდა გაგხადოს ფორმა და გაგაგდოს'' - მიმართავს კიტა იზორია პოლიციელს.

ვიდეოკადრები 2014 წელსაა გადაღებული, როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ჩანს, რომ მოგვიანებით, სატელეფონო ზარების შემდეგ, საპატრულო მანქანასთან მიდიან ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც კიტა იზორიას, მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.

პოლიციელი ყვება, რომ დაკავებულ იზორიას პიროვნულად გიორგი დვალიშვილთან პრობლემა არ ჰქონია, პრეტენზიები ჰქონდა პოლიციის ფორმასთან და სახელმწიფოსთან. 

"ამ პიროვნებას პრობლემა არ ქონია გიორგისთან, ანუ ჩემთან როგორ პიროვნებასთან, მას პრობლემა ჰქონდა სახელმწიფოსთან, იმ პოლიციის ფორმასთან, რომელიც მე ამდენი წელი მაცვია და ყოველთვის სიამაყით ვემსახურე. აქედან გამომდინარე ამას არ ვაპატიე ის უპატივცემულობა, რომელიც გამოხატა პოლიციელის მიმართ... შერჩევით ვერ დავიწყებ ბოდიში მისვლას და კითხვას, თქვენ ვინმეს ძმა ხომ არ ბრძანდებით, ამის ძმა ხომ არა ხართ, იმის მამიდაშვილი ხომ არა ხართ. ეს ხომ მიუღებელია", - ამბობს დვალიშვილი.

პოლიციელი ირწმუნება, რომ ფაქტის შესახებ ბიძინა ივანიშვილის გუნდში იციან. მათ შორის ინფორმირებულია პრემიერი გიორგი გახარია, შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. საქმე აღძრულია პროკურატურასა და გენინსპექციაში.

პოლიციის მაიორი ამბობს, რომ ქვეყნის დატოვება არ უნდა.

 '' ვიმედოვნებ ეყოფათ გონიერება და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლაში არ ჩაერთვებიან...''

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი