გაიზარდა თუ შემცირდა ინვესტიციები აჭარაში?

23 იანვარი 2020, 18:08 2207 ნახვა

როგორია საინვესტიციო პოლიტიკა აჭარაში? მილიარდიანი ინვესტიციები რომელთა შესახებ რეგიონის ხელისუფლება საუბრობდა. შესაძლოა რეალობა არ იყოს, ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ,რომ 2017 წელთან შედარებით ინვესტიციები მკვეთრადაა შემცირებული და გაურკვეველია რატომ აცხადებენ აჭარის მთავრობაში, რომ თითქოს გასულ წელს რეგიონში 3 მილიარდზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.

ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს მთავრობის თავმჯდომარე, მისი შეფასებით ნაციონალურ მოძრაობას „შარლატანი“ ეკონომისტები ჰყავს, რომლებიც ალტერნატიულ მონაცემებს წარადგენენ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით კი არათუ სამი, არამედ რეგიონში 4 მილიარდამდე ლარის ინვესტიცია ხორციელდება და არცერთი პროექტი შეჩერებული არ არის. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში