დროს აღარ ვხარჯავ ნაციონალური მოძრაობიდან შარლატან ეკონომისტებზე საპასუხოდ - თორნიკე რიჟვაძე

23 იანვარი 2020, 14:34 5587 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს ერთიან "ნაციონალურ მოძრაობაში" გამართული ბრიფინგის საპასუხოდ განაცხადა, რომ  რეგიონში უცხოური ინვესტიციები გაზრდილია.

ჟურნალისტებთან კომენტარისას თორნიკე რიჟვაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ეკონომისტებს შარლატანები უწოდა.

"მე დიდი ხანია დროს აღარ ვხარჯავ, ნაციონალური მოძრაობიდან შარლატან ეკონომისტებზე საპასუხოდ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იგივე საქსტატის 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოლიდურად. რაც შეეხება ახალ საინვესტიციო პორტფელს, პროექტების მიხედვით ახალი საინვესტიციო პორტფელი აჭარაში შეადგენს სამ მილიარდ ლარს და განკარგულების ფარგლებში განახლებულია მილიარდი ლარის პროექტებში, მათ შორის 10 წლის განმავლობაში გაჩერებული "კემპინსკის ბიზნესცენტრი" და სასტუმრო. ასე, რომ ეს არის კონკრეტული მაგალითები, ეს არის კონკრეტული სტატისტიკა, ნაცმოძრაობას ვურჩევ, რომ მათ შეუძლია ენდონ მხოლოდ ენდიაის კვლევებს, მხოლოდ მათ ნაწილში და ვპირდები, რომ ეს მათ ნაწილში ახდება"-განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა დღეს, 23 იანვარს, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობა ინვესტიციებთან დაკავშირებით იტყუება. გია აბულაძის თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ინვესტიციების ოდენობას 2017 წლიდან ვერ ითვლის. მთავრობა კი რეალურ სურათს მალავს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი