საპატრიარქომ ანდრიას სარიას მღვდელთმოქმედება აუკრძალეს

22 იანვარი 2020, 20:22 1703 ნახვა

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული. ბრძანების მიხედვით საპატრიარქო მიზეზად „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და დაუსაბუთებელ ბრალდებებს“ ასახელებს.  ანდრია ჯაღმაიძის თქმით მამა ანდრია სარიას ზნეობის კომისიამ გაფრთხილება მისცა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.

ანდრია სარია კი ამბობს, რომ მისთვის მღვდელმოქმედების შეწყვეტა წესების დარღვევით მოხდა. იგი პატრიარქთან შეხვედრას მოითხოვს, ფიქრობს, რომ ეს მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებაა სიმართლის თქმის გამო. ამასთან იგი, ბრძოლას აანონსებს. ცნობისთვის ბოლო პერიოდში მამა ანდრია სარია გამოირჩეოდა კრიტიკული განცხადებებით საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.  იგი მხარს უჭერს ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას და საქართველოს საპატრიარქოს აკრიტიკებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში