ავტომობილით მოძრაობის წესები ზამთარში - რჩევები

22 იანვარი 2020, 19:04 3743 ნახვა

თოვლიან და წვიმიან ამინდში ავტომობილით გადაადგილება სახიფათოა, ახალბედა მძღოლებს კი, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმისთვის, რომ ზამთარში უსაფრთხოდ იმოძრაოთ. 

1. თოვლის, წვიმის ან ყინვის დროს იმოძრავეთ ზომიერი სიჩქარით.

2. გადაადგილდით ზამთრის საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით.

3. შეიძინეთ და გაწმინდეთ მინები სპეციალური სითხით, რომელიც ზამთარში არ იყინება.

4. დამუხრუჭების დროს აუცილებლად გაიხედეთ უკანა ხედვის სარკეში, რათა უკნიდან არავინ დაგეჯახოთ.

5. ასევე ყურადღება მიაქცეთ გვერდით მოძრავ ავტომანქანებს, შეზღუდული მხედველობის და დაორთქლილი ფანჯრების გამო შესაძლოა, ვერ შეგამჩნიოთ და მოულოდნელი მანევრი ჩაგიტაროთ.

6. თოვლში ან მოყინულ გზაზე, ფრთხილად დაეშვით დაღმართზე, შეიძლება ავტომობილი უმართავად დაცურდეს. 

7. ფრთხილად იყავით ფეხით მოსიარულეებთან და იარეთ ნელა, რადგან მოყინულ გზაზე, დამუხრუჭება ბევრად რთულია. 

8. ცუდი ხილვადობის დროს, ჩართეთ სანისლე ფარები,  შეამცირეთ სიჩქარე.

9. აუცილებლად დაიცავით საგზაო უსაფრთხოების წესები. არ გააკეთოთ სარისკო მოძრაობები. შეეცადეთ, არ გადაიტანოთ კონცენტრაცია სხვა რამეზე, არ ისაუბროთ მობილურ ტელეფონზე, არ დაჯდეთ საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში