''ბიძინას ბოსტანი“ - პარლამენტის წინ ტერიტორია შემოიღობა - აქტივისტების პროტესტი

22 იანვარი 2020, 18:30 182 ნახვა

პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე აღმართულ ჯებირებზე სამოქალაქო აქტივისტებმა პლაკატები წარწერით "გხედავ", "ფრთხილად, ეზოში ავი ქოცია" , "ბიძინას ბოსტანი" გააკრეს. მათი თქმით, არ აპირებენ პროტესტი შეწყვიტონ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერია დღეიდან პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიისა და 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაციას იწყებს. ეს ის ადგილია, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ მუდმივად იმართება აქციები.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი