ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული გოგონების ჯანმრეთლობის მდგომარეობა სტაბილურია

22 იანვარი 2020, 16:28 3410 ნახვა

ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული არასრულწლოვნების ჯანმრთლობის მდგომარეობა სტაბილურია. მედიკოსების ინფორმაციით, 14-15 წლის გოგონებს ამჟამად კომპიუტერულ ტომოგრაფია უტარდებათ.

''ამჟამად ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გოგონებს მრავლობითი დაზიანებები აქვთ.  მოტეხილობები და ღია ჭრილობები.  ამჟამად კომპიუტერულ ტომოგრაფიას საჭიროებენ. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი, შესაბამისი კვლევები და მკურნალობა'',- უთხრა აჭარის მაუწყებელს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის დირექტორმა თამარ ბახტაძემ.

დღეს, 22 იანვარს, მსუბუქი ავტომობილი ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ ქვეითთა გადასასვლელზე, ორ მოზარდს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში