პარლამენტის წინ 2 მეტრიანი ღობე აღიმართა - მალხაზ მაჩალიკაშვილი: "ტერიტორიის ოკუპირება მოხდა"

22 იანვარი 2020, 11:35 390 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წინ, საახალწლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ დადგმული კარავი თბილისის მერიამ იმ მოტივით აიღო, რომ საბავშვო ატრაქციონები დაედგა. ამ გადაწყვეტილებას, მაშინ მაჩალიკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. ისინი ამბობდნენ, რომ ხელისუფლება ცდილობს რუსთაველის ქუჩიდან განდევნოს ადამიანი, რომელიც შვილის მკვლელის დადგენასა და დასჯას ითხოვს. 

მას შემდეგ, რაც საბავშვო ატრაქციონები პარლამენტის შენობის წინ აიღეს, გუშინ, 21 იანვარს, გვიან ღამით, პარლამენტის წინ 2 მეტრი სიმაღლის ღობე აღიმართა. ღობის შიგნით არავის უშვებენ, ადგილზეა საპატრულო პოლიციაც.

გვიან ღამით, მერიის გადაწყვეტილება მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადგილზე გააპროტესტა, თუმცა მერიის სამსახურების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ტერიტორია მერიის დავალებით შემოიღობა და დამატებითი კითხვები ჟურნალისტებს მერისთვის დაესვათ. 

თბილისის მერიაში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ მერი, კახა კალაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრებს, რომელიც 22 იანვარს 11 საათზეა ჩანიშნული

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში