ბათუმის სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

22 იანვარი 2020, 09:58 2886 ნახვა

ბათუმში, სასტუმრო ჰილტონის წინ, ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. მოქალაქე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ზღვის ძუძუმწოვარი ძაღლმა შენიშნა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გარემოს დაცვის სააგენტოს და ''სანდასუფთავების'' სამსახურს დაუკავშირდა. 

ბათუმის სანდასუფთავებაში გვითხრეს, რომ ფაქტის შესახებ უწყებაში შეტყობინება არ შესულა. მაუწყებლის ინფორმაციის შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე ჯგუფი გავა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში