სოფელ ჩორჩანაში სამართალდამცველები დღეს მედიის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ

20 იანვარი 2020, 20:22 456 ნახვა

სოფელ ჩორჩანაში სამართალდამცველები დღეს მედიის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ. ბოლო წერტილი, სადად ჟურნალისტებმა  მისვლა შეძლეს ეს ბროლოსანის საპოლიციო საგუშაგოა. დღეს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ახალი ტერიტორიების მითვისებას გეგმავს. „ამჯერად ოკუპანტებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით თავიანთ კარგად ნაცად მეთოდს მიმართეს: ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ“ - წერს ქაცარავა.

არის თუ არა სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყეში, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ხეებზე მონიშვნები დატანილი? ამ საკითხზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებს. ზოგადად, ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში