დაგეგმილი რეორგანიზაცია – შეხვედრები მაუწყებელში

20 იანვარი 2020, 20:13 1260 ნახვა

საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  უფროსი ანალიტიკოსი, მამუკა ანდღულაძე შეხვდა. მედია მენეჯერი ჟურნალისტების ნაწილს უკვე შეხვდა. ჟურნალისტებს კითხვები გვაქვს, დირექტორის მიერ წარმოდგენილი მაუწყებლის დებულების განხილვის პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. მრჩეველთა საბჭოს წევრები ამბობენ, რომ დებულებას ტელევიზიის ყველა თანამშრომელს გააცნობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის სურვილი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც დებულების დამტკიცების შემთხვევაში, ტელევიზიაში რეორგანიზაციზე დაიწყო საუბარი.  დებულება სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს. მის მხარდასაჭერად  მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის თანხმობაა საჭირო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში