ამინდი, ბათუმი - ხვალ სანაპირო ზოლში იწვიმებს, მთაში კი მოსალოდნელია თოვლი

20 იანვარი 2020, 09:58 1383 ნახვა

21-22 იანვარს აჭარაში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება. სანაპირო ზოლში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი და ქარბუქი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს, მთიან ზონაში +1, +3 გრადუსამდე.

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 2-3 ბალი.

კონკრეტულად 21-22 იანვარის ამინდის პროგნოზი

ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ძლიერი ქარი 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5 დღისით +7 გრადუსი.

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 17-12 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4 დღისით +7

შუახევი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 0-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1 დღისით +4

ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2 დღისით +1

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +5

გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი, ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -8 დღისით -5

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი