უარყოფითი შეფასებების გაზრდილი წილი NDI-ის კვლევაში 

19 იანვარი 2020, 20:30 1362 ნახვა

გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ოპოზიციის ჯამური რეიტინგი უფრო მეტია, ვიდრე-მმართველი პარტიის-ქართული ოცნების. 2012 წლიდან დღემდე პარლამენტის უარყოფითი შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მოსახლეობის 40% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, კარგად კი მხოლოდ 8%-ი. 27 პოლიტიკოსს შორის ქვეყნის პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ყველაზე უარყოფითი შეფასება აქვთ.

ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მოსახლეობის 59 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ასევე, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად მოსახლეობის 53 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, მხოლოდ 19 პროცენტს მიაჩნია, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. სასამართლოს საქმიანობას კი ბოლო 7 წლის განმავლობაში აქვს ყველაზე მაღალი უარყოფითი შეფასება.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9 პროცენტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი