სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს

18 იანვარი 2020, 21:51 478 ნახვა

თბილისში საპატრულო პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავა.

დაკავების ამსახველი ვიდეომასალას ნატა ფერაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ იგი ტრანსგენდერ ქალს გამოესარჩლა, რომელსაც საპატრულო პოლიცია ხულიგნობის ბრალდებით აკავებდა.

ვიდეოში ნატა ფერაძე პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც მასთან მიდის კაცი სამოქალაქო ფორმაში და ეუბნება, რომ დაწყნარდეს. საპასუხოდ, ნატა ფერაძემ მას უთხრა:

"დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ".

აღნიშნულის შემდეგ, ნატა ფერაძე საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ადგილიდან გაიყვანეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი