მართლმადიდებელი სამყარო, ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადება

18 იანვარი 2020, 15:18 968 ნახვა

მართლმადიდებელი სამყარო, ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადება, დღეს, მორწმუნეებისთვის მძიმე მარხვაა. ღამით ბათუმში, ტრადიციულად ზღვაში განბანვის რიტუალი შესრულდება. ნათლისღებას ტაძრებში, წყლის კურთხევის მსახურება-დიდი აიაზმა სრულდება, ქრისტიანები ნაკურთხ წყალს, მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხი წყალი უხრწნელ თვისებას იძენს.

ქრისტიანულ სამყაროში ნათლისღება, ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა. სახარების თანახმად ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი