საუკუნის ქალი - ასიე მახარაძე

17 იანვარი 2020, 17:06 1701 ნახვა

ასიე მახარაძე აჭარაში პირველია, რომელსაც 2020 წელს 100 წელი შეუსრულდა. იგი შუახევში, სოფელ ფურტიოში ცხოვრობს.  საუკუნის ქალს 8 შვილი, 20 შვილიშვილი და 47 შვილთაშვილი ჰყავს.  ომისა და შრომის ვეტერანი და ზამლეთის თემის ყოფილი დეპუტატი, წლების განმავლობაში ბებიაქალად მუშაობდა და  600-მდე მშობიარობა აქვს მიღებული.

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 27 მოქალაქე ცხოვრობს, 2020 წელს 100 წელი 34 მოქალაქეს შეუსრულდება.  

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალბატონ ასიეს 100 წლის იუბილე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მიულოცეს.  სამინისტროს „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ასიე მახარაძეს 1000 ლარი გადაეცა.

 სამინისტრო პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წელის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს.

 

 

 

ფოტო და ინფორმაცია: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში