წყალბურთის ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

17 იანვარი 2020, 15:00 363 ნახვა

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მორიგი შეხვედრა საბერძნეთის ნაკრებთან  გამართა. რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის დამარცხება ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა ბერძნების გამარჯვებით, ანგარიშით –  17:10  დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში საქართველოს წყალბურთის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთს სძლია, რითაც  კონტინენტის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა უკვე გარანტირებული აქვს.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, იტალიასთან ხვალ 18 იანვარს გამართავს.  მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი