პროკურატურაში ამბობენ, რომ ლავასოღლის ექსტრადირებაზე თურქეთისგან საბოლოო პასუხი არ მიუღიათ

17 იანვარი 2020, 13:45 243 ნახვა

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ მინდია გორაძის ექსტრადირებაზე თურქეთისგან საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

ლავასოღლის ექსტრადირებაზე ქართულმა მხარემ თურქეთს 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა. გადაგზავნილია ყველა საჭირო დოკუმენტაციაც.

''საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე. ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თურქულ მხარეს სრულყოფილად წარედგინა ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია ექსტრადიციის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

დღეის მდგომარეობით საქართველოს გენერალურ პროკურატურას თურქული მხარისგან არ მიუღია ოფიციალური პასუხი ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას თურქულ მხარეს ქართველი კოლეგებისგან, ასევე არ გამოუთხოვია რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია, მინდია ლავასოღლის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით'' - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინდია გორაძე, შესაძლოა მალე ციხიდან გაათავისუფლონ. სტატიას თურქული გამოცემა ''დეილი საბაჰი'',  თურქეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თებერვალში ლავასოღლის პატიმრობის ვადა ეწურება. ის უკვე 15 თვეა თურქეთის ციხეშია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი