ლავასოღლის თებერვალში გათავისუფლდებას არ ველოდებით - მინდია გორაძის და

17 იანვარი 2020, 13:31 1132 ნახვა

მინდია გორაძის და ამბობს, რომ თებერვალში ლავასოღლის გათავისუფლებას არ ელოდება. ირინა გორაძის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, როდის შეიძლება გამოუშვას თურქულმა მხარემ  მინდია გორაძე  ციხიდან. 

"საგარეო საქმეთა სამინისტროს ურთიერთომალარაკებებში არ ვერევი. თურქეთში მინდიას გამო ვიმყოფები, მას ყოველ 30 დღეში სასამართლო პროცესი უტარდება. ბრალი წაყენებული არ აქვს, მოლაპარაკებას თუ აწარმოებენ და რამეს მოიმოქმედებენ ჩვენ აგერ ვართ. გამოძიებას არ ვემალებით არც საქართველოში და არც თურქეთში, მაგრამ ეს ბოლო გათავისუფლების ვადა არაა. რატომ გაავრცელა ეს თურქეთმა ჯერ ჩემთვის დაუდგენელია. დავადგენ აუცილებლათ და გავცემ ყველაფერს პასუხს. მე არ ვიცი როდის გათავისუფლდება. კანონმდებლობით გათავისუფლების ვადა სამჯერ ამოეწურათ, მაგრამ არ გაათავისუფლეს. არა მაქვს არანაირი მოლოდინი არც ამჯერად."- განუცხადა აჭარის მაუწყებელს ირინა გორაძემ. 

ირინა გორაძე ამბობს, რომ მისი ძმა  ანონიმური ზარის თანახმად დააკავეს, მისცეს 30 დღე პატიმრობა,  ყველა თვის ბოლოს უტარებენ პროცედურას და უმატებენ 30 დღეს. ასე მოხდა დეკემბერშიც. 

"მინდია გორაძე ცნობილი პიროვნებაა, ამიტომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამ საკითხზე გააკეთებენ კომენტარს. რა მიწერ-მოწერა ხდება მე ნამდვილად არ ვიცი და ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს. ვთხოვე საქართველოს ექსტრადირება და ველოდები პასუხს, ჩამოვედი და საკონსულოსაც ვთხოვე. არც თურქული და არც ქართული მხარე პასუხს არ მაძლევს. ანონიმური ზარის თანახმად ყავთ შეჩერებული, მეტი არაფერი არ ხდება აქ. საქართველოში მინდიას ბრალი პოლიციელის მკვლელობაში არ აქვს და არცერმა მედიამ არ გაავრცელოს ასე"- განაცხადა ირინა გორაძემ.

ირინა გორაძემ  კატეგორიულად უარყო მისი ძმის წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევისა და ქართული ოცნების მიერ მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ფაქტიც.

"ქართულ ოცნებასთან ასეთ ურთიერთობა რომ გვქონდეს ამდენი ხანი და ყველა ქვეყანაში პატიმარი ვიქნებით? თავად არიან ერთმანეთში გარიგებებში, ლავასოღლები არა"- აცხადებს მინდია ლავასოღლის და. 

თურქული მედიის ცნობით, მინდია გორაძე, შესაძლოა მალე ციხიდან გაათავისუფლონ.  გამოცემა ''დეილი საბაჰი'' წერს, რომ თებერვალში ლავასოღლის პატიმრობის ვადა ეწურება.

 

განახლება / 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვება

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი