მინდა გთხოვოთ არ იყოს დაყოფა თქვენს შორის - პატრიარქი ქართული ოცნების დეპუტატებს

17 იანვარი 2020, 10:41 1563 ნახვა

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდნენ. საპატრიარქოში დეპუტატებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ, მათ შორის, უწმინდესის ნათლულები. შეხვედრაზე პატრიარქმა დეპუტატებს სთხოვა, რომ არ ყოფილიყო დაყოფა მათ შორის.

„ჩვენ მოვედით, რათა მოგილოცოთ დაბადების დღე, 42 წელი აღსაყდრების, შობა-ახალი წელი,  კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ყველამ ერთად. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს“, - მიმართა ილია მეორეს გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის პრესსამსახურის  ინფორმაციით, კათოლიკოს - პატრიარქმა პარლამენტარები დალოცა და ქვეყნისა და ხალხის სამსახურში წარმატებები უსურვა.

„მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენს შორის, თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და  ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. დალოცვილი იყავით“, - მიმართა ილია მეორემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი