ბათუმში ძაღლებმა მოქალაქე დაკბინეს 

17 იანვარი 2020, 10:08 3569 ნახვა

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლებმა მოქალაქე დაკბინეს. შუახნის კაცი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორიაზე სეირნობდა, რა დროსაც მას ერთდროულად რამდენიმე ძაღლი თავს დაესხა.

მისი თქმით, ცხოველების მოგიერიებაში ტურისტები დაეხმარნენ, შემდეგ კი პოლიციის დახმარებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის მანძილზე კლინიკაში ძაღლების დაკბენით მოქალაქეების მიმართვიანობის შემთხვევებმა გაზრდილია.

25 დეკემბერს ბათუმის მერიამ უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 6 იანვარს ისე დასრულდა, რომ მასში მონაწილეობა არავის მიუღია. შესაბამისად, იგი ვერ შედგა. მერია მზად იყო კომპანიისთვის, რომელიც შესაბამისი მომსახურებას გაწევდა 252 000 ლარი გადაეხადა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერი განმეორებით გამოაცხადეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში